28 Haziran 2013 Cuma

მორიელები

უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.



ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. „იმპერატორი“, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ



მორიელებს ხუთი წყვილი კიდური აქვთ,რომელთგანაც ოთხი სასიარულოა, ხოლო დანარჩენი წააგავს კლანჭებს. მათი დახმარებით, მორიელი ადვილად იჭერს მსხვერპლს. სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, მათ პირის მიდამოებში გააჩნიათ წყვილი მარწუხებისა. სხეულის ქვედა ნაწილში მორიელებს აღენიშნებათ გარკვეული წანაზარდები, რომელთა ძირითადი ფუნქცია დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს მორიელთა შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე


მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი, ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე, როგორც ბზიკის ნაკბენს, თუმცა
 ძალიან მტკივნეულია. მეორე ტიპის 
შხამი სასიკვდილოა. იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს. ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს. მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი, რამდენიმე საათში კი-ადამიანი, ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები




ნადირობისას მორიელი მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებს მიწის ვიბრაციის გათვალისწინებით. მიახლოებისას იგი ხტება მსხვერპლის მიმართულებით და ”კლანჭებით” იჭერს მას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს. მორიელის პირი პატარა ზომისაა, ამიტომ მას მას საკვებად დიდი დრო სჭირდება. იგი აქუცმაცებს მსხვერპლს და ისე მიირთმევს,შემდგომ კი შეიწოვს რბილ ქსოვილებს და წვენს. მორიელის საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფეკტურია, ამიტომ არ ესაჭიროება ყოველდღიური კვება. მას უნარი აქვს კვების დროს მიღებული სითხე დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ორგანიძმში, ამიტომ წყალს იშვიათად სვამს




Hiç yorum yok:

Yorum Gönder